|
2019-07-04 15:54:12, 1913 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილმა ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც შეიტყო, რომ მისი დაკითხვა იგეგმებოდა
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი საფრანგეთში იმყოფება. როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ოქრუაშვილმა მას შემდეგ დატოვა ქვეყანა, რაც შეიტყო, რომ შსს-ში მისი დაკითხვაა იგეგმებოდა. ამასთან, „რუსთავი 2“-თან საუბრისას, ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ მზადაა მისი დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დისტანციურად მოხდეს. „ერთი კვირის განმავლობაში დისტანციურ გამოკითხვაზე თანახმა ვარ, თუ არა, როცა ჩამოვალ ნებისმიერ დროს თანახმა ვარ. 28-ში დილას ჩავაბარე შს სამინისტროში წერილი, რომ თუ რამე სურდათ ეცნობებინათ დროულად, იმიტომ რომ 2 ივლისს მივემგზავრებოდი, იმის შემდეგ ჩემს ტელეფონზე არანაირი ზარი არ შემოსულა, თუ რამე უნდათ გამაგებინონ დროულად“, - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილი „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას. შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების საქმეზე, გამოკითხვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გიორგი ბარამიძე, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გამოკითხვაზე დაიბარეს. უგულავას დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)