|
2019-07-03 15:30:49, 1676 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ქუთაისსა და იმერეთის მხარეში მცირე სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმრო სახლების მესაკუთრეებს ხვდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ნათია თურნავა ამჯერად ქუთაისსა და იმერეთის მხარეში მცირე სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმრო სახლების მესაკუთრეებს ხვდება. მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში მიმდინარეობს. მინისტრისა და ბიზნესსექტორის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე კერძო სექტორის, მათ შორის მცირე სასტუმროების მფლობელებს უკვე რამდენჯერმე, თბილისსა და აჭარაში შეხვდა და მათგან პირადად მოისმინა არსებული სიტუაციის შეფასება, თუ როგორ აისახა რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვა ტურისტულ ნაკადებსა და შესაბამისად, მათ საქმიანობაზე. ამასთან, ნათია თურნავა პირადად ეცნობა კერძო სექტორის ხედვას, თუ სახელმწიფომ რა დახმარება და მხარდაჭერა შეიძლება მათ გაუწიოს არსებული სიძნელეების დაძლევის პროცესში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბიზნესსექტორთან პირადი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია საერთო სურათის შეფასებისა და არსებული გამოწვევების დარეგულირების გეგმის დასახვის პროცესში. ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო კვირის ბოლოს საზოაგადოებას ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემების დაძლევის საკუთარ პროგრამას გააცნობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)