09:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 13:00:37, 2423 ნახვა

მსოფლიო
​ვინ წარადგინეს ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების თანამდებობებზე

ევროპული ქვეყნების ლიდერები ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების კანდიდატურებზე შეთანხმდნენ.

ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეს ლიდერების რიგით მეოთხე შეხვედრა იყო, რომელიც წარმატებით დასრულდა. 

ევროსაბჭომ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარადგინა. გამარჯვების შემთხვევაში ფონ დერ ლაიენი ჟან კლოდ იუნკერს ჩაანაცვლებს და პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. 

ინფორმაციის მიხედვით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი აირჩიეს. არჩევის შემთხვევაში ის დონალდ ტუსკს შეცვლის.  აერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი, კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟოზეპ ბორელი კი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის პოსტზე წარადგინეს.

რაც შეეხება ევროპარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, ამ საკითხზე შეთანხმებას ახალი მოწვევის დეპუტატებმა უნდა მიაღწიონ. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics