|
2019-07-03 10:40:12, 1491 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია
საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით ჩატარებული კვლევის თანახმად მომზადებულ რეიტინგში საქართველო პირველ პოზიციაზე დასახელდა. საქართველომ 12 ინდიკატორიდან 9 ინდიკატორში საუკეთესო შეფასება მიიღო. ამასთან, 2018 წლის რეიტინგთან შედარებით ქვეყნის შეფასება და სარეიტინგო ქულა 11 ინდიკატორში გაუმჯობესდა. აღნიშნული ინფორმაცია გამოცხადდა OECD-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საფრანგეთის ქალაქ პარიზში გაიმართა და მას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები დაესწრნენ. საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი. საქართველო ლიდერია რეიტინგის შემდეგ 9 ინდიკატორში, როგორიცაა: მარეგულირებელი გარემო, სამეწარმეო გარემო, დამხმარე სერვისები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და start-up-ებისთვის, სახელმწიფო შესყიდვები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები, სამეწარმეო უნარები, ინოვაციები, მცირე და საშუალო საწარმოების ინტერნაციონალიზაცია. აღნიშნული წარმატება, კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფო პოლიტიკის მართებულობას და ეფექტიანობას, რომ ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას და შექმნას ყველაზე ხელსაყრელი ბიზნეს გარემო საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ზრდის მიზნით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)