|
2019-07-02 12:40:02, 8960 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამასთან, მოსამართლემ ხსენებული გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მელიასთვის გირაოს შეფარდების თაობაზე ძალაში დატოვა. ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის განმარტებით, ნიკა მელიას მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს. გარდა ამისა, სასამართლოს სარჩელით, მელიას ადვოკატმაც მიმართა. კერძოდ, ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის მტკიცებით, ნიკა მელიას საცხოვრებელი აგილის დატოვება სამართალდამცავი ორგანოს თანხმობის გარეშე უნდა შეეძლოს, თუმცა მოსამართლემ ეს სარჩელიც არ დააკმაყოფილა. ცნობისთვის, მელიას 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)