|
2019-06-29 16:25:48, 1750 ნახვა
პოლიტიკა
გაბუნია - აქციის მონაწილეთა მოთხოვნების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს
„მესმის მათი გულწრფელობისა, თუმცა ამ კრიტიკის ან მოთხოვნების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაზა გაბუნიამ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებულ შეკითხვას. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, საზოგადოება გამოძიების დასრულებას დაელოდოს. „მე ეჭვი არ მეპარება იმ ახალგაზრდების პროტესტის გულწრფელობაში, რომლებიც უკვე მეცხრე თუ მეათე დღეა, რუსთაველის გამზირზე გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას და პროტესტს. მე აბსოლუტურად მესმის მათი გულწრფელობისა, თუმცა ამ კრიტიკის ან მოთხოვნების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მინისტრი საუბრობს იმაზე, რომ მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს ამ საკითხზე, მას შემდეგ რაც გამოძიება დასრულდება. ეს არის ადეკვატური განცხადება. მე მოვუწოდებ მათ შორის ყველას, იქნება ეს პოლიტიკური მოთამაშეები და აქტორები, თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, თვალი მიადევნონ საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადებულ დასვკნას და გამოძიებას. ამ გამოძიების შემდეგ, ჩვენ შევხედავთ რამდენად რელევანტური და შესაბამისია ნებისმიერი კრიტიკა, მათ შორის გადადგომასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ. შეგახსენებთ, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მეათე დღეა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა. ამასთან, აქციის მონაწილეები დღეს „რესპუბლიკის მოედნიდან“ პარლამენტის შენობის მიმართულებით „თავისუფლების მარშს“ გამართავენ.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)