20:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 19:00:55, 2362 ნახვა

კომენტარი
აბაშიძე: კარასინთან კომუნიკაციისას აღინიშნა, რომ ორივე მხარე განწყობილია, ბოლო წლებში მიღწეული პოზიტივი შეძლებისდაგვარად შენარჩუნდეს

ჩვენი მხარე, ასევე რუსეთის მხარე ისეა განწყობილი, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირების, გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთოების თვალსაზრისით ბოლო წლების მანძილზე მიღწეული პოზიტივი შეძლებისდაგვარად უნდა შენარჩუნდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შექმნილ ვითარებაზე პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა დღეს ტელეფონით ისაუბრეს.

ზურაბ აბაშიძის შეფასებით, ახლა მთავარია, ემოციებმა კიდევ უფრო არ დაძაბოს და არ დააზარალოს საქართველოს უამრავი მოქალაქის ეკონომიკური ინტერესები.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გრიგორი კარასინთან საუბრისას ასევე გამოეხმაურა ენგურზე გადასასვლელის დახურვას და აღნიშნა, რომ ეს სრულიად მიუღებელია.

„ჩემი ინიციატივით, ვისაუბრეთ ენგურზე გადასასვლელის დახურვასთან დაკავშირებით. აღვნიშნე, რომ ეს ყოვლად მიუღებელია და გავაცანი იმ განცხადებების შინაარსი, რომლებიც დღეს გაკეთდა ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics