|
2019-06-27 19:54:43, 1508 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს პოლიცია იძულებული გახდა ლეგიტიმური ძალა გამოეყენებინა
„ეს იყო ლეგიტიმური ძალა“, - ამ სიტყვებით შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს ძალოვნების მხრიდან გამოყენებული რეზინის ტყვიები. პრემიერის განმარტებით, პოლიცია აგრესიის საწინააღმდეგოდ იძულებული გახდა გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი. „ჩემი კომენტარი იმ მომენტში ნათლად აჩვენებს რეალურ სიტუაციას დ რეალურ განწყობას, რომ არავინ არ გეგმავდა ძალის გამოყენებას, მაგრამ მოვლენები იცვლებოდა ელვისებური სისწრაფით, იერიში და შეტევა იქნა მიტანილი პოლიციაზე. იმ მომენტში კი, როდესაც დადგა კრიტიკული მომენტი და პასიური კორდონი ვეღარ აკავებდა ამ აგრესიას, პოლიცია გახდა იძულებული გამოეყენებინა ერთადერთი, რაც მას ჰქონდა. ეს იყო ლეგიტიმური ძალა. რამდენიმე იერიში, რამდენიმე ფაზა იყო იერიშის, რომელიც განხორიცელდა ამ აგრსიული ძალის მხრიდან ჩვენ პოლიციელებზე. ეს ვიდეო კადრებშიც ძალიან კარგად ჩანს და ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)