|
2019-06-26 18:38:05, 2029 ნახვა
სამართალი
პროკურორი: მელია მეგაფონს მიღმა ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებდა, ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც არსებობს
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია მეგაფონს მიღმა ხალხს პარლამენტში ძალადობრივი გზით შეჭრისკენ მოუწოდებდა, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელმაც ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, განაცხადა. პროკურორმა აღნიშნა, რომ გარდა ხშირად გავრცელებული ვიდეოებისა, არსებობს სხვა ვიდეომასალაც, რომელიც დეპუტატის ბრალეულობას ადასტურებს. “მინდა აღვნიშნო, საქმეში მოიპოვება როგორც არაერთი მოწმის ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ ნიკანორ მელია არა მხოლოდ მეგაფონით მოუწოდებდა მომიტინგეებს მშვიდობიანად და ხელებაწეული შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში, არამედ მეგაფონს მიღმა მოუწოდებდა მოქალაქეებს რომ ნებისმიერი გზით, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)