07:48 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 12:12:28, 976 ნახვა

ეკონომიკა
PSP-ში „ოქროსფერი ზაფხულის“ აქცია დაიწყო

საზაფხულოდ PSP-ში „ოქროსფერი ზაფხულის“ აქცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, მზისგან დამცავ საშუალებებზე და ავტორუჯზე სპეციალური ფასები ამოქმედდა.

ასევე ყველა მომხმარებელს, რომელიც მზისგან დამცავ საშუალებას შეიძენს, აუცილებლად გადაეცემა საჩუქარი.

„PSP-ში მზისგან დამაცავი საშუალებები გერმანიიდან, საფრანგეთიდან და პოლონეთიდან შემოვიტანეთ. გავითვალისწინეთ  ყველა ასაკის, სქესისა და კანის ტიპის მქონე მომხმარებლები. გერმანული “ლადივალის” ნებისმიერი მზისგან დამცავი საშუალების შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად შესაძლებელია საბავშვო მზისგან დამცავის მიღება. გერმანული “სებამედის” მზისგან დამცავ ერთ ნებისმიერ საშუალებას საჩუქრად მოყვება - მზისგან დამცავი სპრეი SPF-30, ხოლო „სებამედის“ მზის სერიის 2 ნებისმიერ პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი საჩუქრად იღებს დეოდორანტ სპრეის. პოლონური ზიაიას ორი მზისდამავი პროდუქტის შეძენისას მომხმარებელს  საჩუქრად შხაპგელი გადაეცემა“, - აცხადებენ PSP-ში.

საჩუქრების აქცია გავრცელდება ასევე პრემიუმ ფრანგული ბრენდის „ესტედერმის“ პროდუქტებზე. მზისგან დამცავის შეძენისას მომხმარებელი საჩუქრად უჯრედულ წყალს იღებს, ხოლო რუჯის გამახანგრძლივებელი ლოსიონის მიღება შესაძლებელია სახისა და სხეულის დამცავის ყიდვის შემთხვევაში.

მზისგან დამცავი საშუალებების ფასი PSP-ში 10 ლარიდან იწყება.

PSP-ში „ოქროსფერი ზაფხულის“ აქცია15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics