|
2019-06-26 08:01:20, 1219 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებაზე დღეს იმსჯელებს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებაზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს. საკითხს იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტების სხდომაზე განიხილავენ. კომიტეტებზე საკითხის გატანას მხარი მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ დაუჭირა, რადგან ოპოზიციის დეპუტატებმა, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, მათ შორის "ევროპული საქართველოს" წევრებმა სერგი კაპანაძემ, სერგო რატიანმა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, გადაწყვეტილება ყველა აუცილებელი პროცედურის და სამართლიანი განხილვის შედეგად მიიღება. "დარწმუნებული იყავით, საკითხთან დაკავშირებით ყველანაირი სამართლებრივი არგუმენტი გათვალისწინებული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მხარს ვერავინ დაუჭერს. ძალიან საინტერესო დეტალები იქნება განხილული და ძალიან ბევრი დოკუმენტი დაიდება. უნდა შევისწავლით რა მასალებს მოგვაწვდის პროკურატურა. თუმცა რაც მე ვიხილე, მიგვიყვანა გარკვეულ საკითხებამდე: პირველია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და უამრავი ადამიანის დაშავება",- განაცხადა გია ვოლსკიმ. ბიუროს სხდომა კამათისა და სიტყვიერი დაპრისიპირების ფონზე მიმდინარეობდა. დეპუტატები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)