|
2019-06-20 22:10:11, 1299 ნახვა
სამართალი
„დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ძალადობა!“ - შსს აქციის მონაწილეებს აფთხილებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევა და ძალადობა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, წინააღმდეგ პოლიცია კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს გამოიყენებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა, არ აჰყვნენ პროვოკაციას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობაში შეიჭრა. მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს, თუმცა დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. სამართალდამცველები აქციის მონაწილეების გარეთ გამოყვანას ცდილობენ. შეგახსენებთ, ოპოზიციამ მმართველ გუნდს 1-საათიან ვადა მისცა იმისთვის, რომ სამი მაღალჩინოსანი - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შს მინისტრის გიორგი გახარია და სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური გადამდგარიყვნენ, თუმცა ეს ვადა ამოიწურა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)