|
2019-06-18 15:54:44, 1798 ნახვა
პოლიტიკა
„ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ეს ისტორიაა“ - ანტიქართული განწყობით ცნობილი რუსი დეპუტატი თბილისში ჩამოდის
ანტიქართული განწყობით ცნობილი რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი თბილსიში ხვალ ჩამოვა. ის მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება. როგორც გავრილოვმა "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია". მან ქართველ ხალხს ამ "ისტორიულ ფაქტთან" შეგუება ურჩია. "იმედი გვაქვს რომ თბილისის შეხვედრა წარმატებული იქნება. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ურთიერთობები და გავამყაროთ დიალოგი, რომლებიც ეფუძნება ჩვენს საერთო კულტურულ და მართლმადიდებლურ ღირებულებებს. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ბატონ ქუცნაშვილს და ქართულ მხარეს, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან და საერთაშორისო დონის ღონისძიებას გეგმავს. იმედი მაქვს, პარლამენტარებს შევხვდები და ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის. ყველა ტრადიციისა და ღირებულების დაცვით, როგორც ეს ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობას შეეფერება. ჩვენ ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ეს უკვე ისტორიაა. ახლა საჭიროა დიალოგი. ჩემი აზრით, კავკასიის პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა დიალოგი და თანასწორობაა. ამისთვის საჭიროა რომ პარლამენტარებმა რუსეთიდან და საქართველოდან უნდა აღადგინონ ურთიერთობები. ჩვენ ვაღიარეთ ოსეთიც და აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად. ეს იყო ისტორიული მომენტი. ახლა ამ ახალი რეალობის მიხედვით უნდა ავაგოთ ურთიერთობები. სწორედ ამისთვის ჩამოვდივართ საქართველოში. გვინდა ვისაუბროთ საერთო ამოცანებზე და ყველაფერზე რაც გვაერთიანებს“, - განაცხადა გავრილოვმა.
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)