10:50 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 11:30:41, 1082 ნახვა

რეგიონი
ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ გურჯაანის სოფლები დააზიანა

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.

„კურიერის“ ინფორმაციით, ქარმა ვაჩნაძიანსა და ვაზისუბანში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავები ახადა.

გარდა ამისა, ნაწილობრივ დაზიანდა შაშიანის სკოლისა და საბანკეტო დარბაზის სახურავებიც.

ამასთან, დაზიანებულია თელავთან დამაკავშირებელი გზა.

გურჯაანის მერის მოადგილის ინფორმაციით, შესაბამისი კომისია ზარალის აღწერას ახორციელებს, რის შემდეგაც ქარიშხლისგან დაზიანებულ ობიექტებზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics