|
2019-06-17 15:15:18, 1288 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე ჟურნალისტებს: რატომ ფიქრობთ, რომ სერგეენკოს დაუძველდა შეხედულებები?! ახალი სისხლია საჭირო
„დღეს საკადრო გადაწყვეტილებას არ ვიღებ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა ასევე ჟურნალისტებს მიმართა, თუ რატომ ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრს შეხედულებები დაუძველდა?! „რატომ ფიქრობთ, რომ სერგეენკოს დაუძველდა შეხედულებები?! ახალი სისხლი ყოველთვის საჭიროა ყველგან, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, ორიენტირებულები ვართ პროგრესზე და ახალი სისხლი რომ საჭიროა, ამ პრინციპზე მთელი გუნდი ვთანხმდებით. რაც შეეხება დათო სერგეენკოს, მე მინდა გავიმეორო ის, რაც განვაცხადე. დათო ჩვენი გუნდის ერთგული წევრია, ასე იყო და მუდმივად ასე იქნება. რაც შეეხება საკადრო გადაადგილებებს, მოდი, ნუ გავასწრებთ მოვლენებს. მე გპირდებით, რომ პირველი თქვენ გაიგებთ საკადრო გადაადგილებების შესახებ. ასეთ გადაწყვეტილებებს ყოველთვის ვიღებთ კონსულტაციების შედეგად, რაც შეეხება მთავრობის წევრებს, გადაწყვეტილებებს ვიღებ მე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი - საკადრო გადაწყვეტილებას დღეს მე არ ვიღებ. როცა ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ყველაფერზე გვექნება საუბარი. ხომ მარტივია? რატომ გიყვართ ყოველთვის სიტუაციის გაზვიადება? მე ჩემს კაბინეტში ასეთი მუშაობის წესები ნამდვილად არ მაქვს დალაგებული, მინდა გითხრათ, რასაც თქვენ ბრძანებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)