|
2019-06-14 18:26:25, 1577 ნახვა
სამართალი
ახალციხეში მამაკაცმა ორი მეზობელი ნაჯახით დაჭრა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდაში მამაკაცმა ორი მეზობელი ნაჯახით დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცებს ჭრილობები თავის არეში ბასრი საგნით აქვთ მიყენებული. უწყების ცნობით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ამასთან, დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო. სამართალდამცველების მიერ ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 1977 წელს დაბადებული თ.ი. ბრალდებულმა თანასოფლელებს 1963 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს და 1955 წელს დაბადებულ რ.ბ.-ს თავის არეში ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა“, - აცხადებენ შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)