|
2019-06-13 19:41:27, 1208 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - უახლოეს მომავალში აშშ-სთან ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი
ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოვაწერეთ ხელი აშშ-თან და ახლო მომავალში კიდევ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ-ის კომერციის მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, არსებობს თუ არა მზაობა აშშ-ში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად, პრემიერმა უპასუხა, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი, შედეგზე ორიენტირებული მთავრობა, რომელიც მსგავს ფაქიზ საკითხებს წინასწარ არ აანონსებს. "არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო. აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გადავიდა ხარისხობრივად ახალ დონეზე. კონგრესმა დააინიცირა უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, სადაც მათ შორის გაკეთებულია აქცენტი, რომ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უნდა გაფორმდეს. ჩვენ ამ საკითხს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ ვპირდები ქართულ საზოგადოებას, რომ უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)