|
2019-06-13 16:39:38, 1119 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ნასარია: „ქართუს“ გურიისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს დაფინანსებული
„ქართუს“ გურიისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს დაფინანსებული. ათობით მილიონი რომელიც ფონდმა გურიის რეგიონში დახარჯა, გურიის პოპულარიზაციას და გურიის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“,- ეს განცხადება გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარიამ გააკეთა. მისი თქმით, ერისთავების სასახლისა და სოფელ ერკეთში მონასტრის რესტავრაციით ვიზიტორებისთვის რეგიონში საინტერესო ლოკაციები გაჩნდება. ,,ჩვენი რეგიონისთვის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ერისთავების სასახლის რესტავრაცია იწყება, ასევე იწყება მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის რესტავრაცია სოფელ ერკეთში. ეს ორი ობიექტი იმ ტურისტული ზონების დამატება იქნება, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი რეგიონისთვის და ვიზიტორებისთვის, საინტერესო ადგილები გაჩნდება ამ ლოკაციების თვალსაზრისით. აუცილებლად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ერისთავების სასახლის მიმდებარე ტერიტორია იყოს კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული, და დამსვენებლებს ქონდეთ საშუალება, რომ კომფორტულად დს მშვიდ გარემოში მოახდინონ დასვენება“,- განაცხადა ზურაბ ნასარიამ. როგორც გურიის გუბერნატორმა აღნიშნა, არ არის პირველი პროექტი, რომელსაც აფინანსებს ფონდი „ქართუ“ . ქართუ ფონდს გურიისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს დაფინანსებული, მათ შორის არის გურიის ოზურგეთის თეატრი, შეკვეთილში გასართობი ცენტრები.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)