|
2019-06-13 12:20:11, 1283 ნახვა
პოლიტიკა
"არ გვინდა კოსმეტიკური ცვლილებების ნაწილი გავხდეთ" - ენმ-მ შესაძლოა საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფი დატოვოს
პარლამენტში, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე "ევროპული საქართველოს" შემდეგ, შესაძლოა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც" დატოვოს - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის წევრმა, თინა ბოკუჩავამ განუცხადა. ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი დააყენეს და თუ ამის განხილვა არ იქნება, სამუშაო ჯგუფს დატოვებენ. "ქართული ოცნების" გარდა აბსოლუტურად ყველა თანხმდება, რომ ყველაზე ფუნდამენტური ცვლილება, რაც უნდა განხორციელდეს არის საარჩევნო სისტემის შეცვლა და 2020 წლის არჩევნებისთვის მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ჯიუტად თავი აარიდოს ამ რეფორმის განხორციელებას, შესაძლებელია, ჩვენი მხრიდან ამ ფორმატში მონაწილეობამაც დაკარგოს აზრი. დღეს კიდევ ერთხელ შევთავაზე ხელისუფლებას, რომ დღის წესრიგში დარჩეს ეს საკითხი, რადგან ეს არის ყველაზე ფუნდამენტური რეფორმა, რაც უნდა განხორციელდეს, თუ ხელისუფლებას საარჩევნო თვალსაზრისით რეალური რეფორმის განხორციელება სურს. თუ სურთ, რომ რაღაც კოსმეტიკური ცვლილებები მიიღონ, მეორეხარისხოვან თემებზე იმსჯელონ ამ სამუშაო ჯგუფში, ბუნებრივია ჩვენი და , ეჭვი მაქვს, სხვა ოპოზიციური პარტიები ვერ დაინახავენ აზრს რომ ამ ფასადური ცვლილებების ნაწილი გახდნენ. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ მიიტანოს ამომრჩევლების ხმები იმით, რომ 73 მაჟორიტარი ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში დასვას, ბუნებრივია ყველა დანარჩენი ცვლილება ვერ უზრუნველყოფს ყველაზე ფუნდამენტურს - სამართლიან და თანაბარ საარჩევნო შესაძლებლობას ყველა ჩვენი თანამოქალაქისთვის. დღეს 20 პოლიტიკური პარტიის და მოძრაობის სახელით 300000-მე ჩვენი მოქალაქის ხელმოწერა შედის, რომელიც ითხოვს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და იმედი მაქვს, რომ გონივრულად იმოქმედებს ხელისუფლება, ხაზს არ გადაუსვამს ამ შემოთავაზებას ,300000 თანამოქალაქე ხმას გაითვალისწინებს და შევძლებთ ყველა კონსენსუსამდე მისვლას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)