|
2019-06-12 10:10:49, 1079 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ გვინდა მეტი ინვესტიცია, მეტი ვაჭრობა და მეტი აშშ საქართველოში
საქართველო-აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ზრდას განაგრძობს და ვამაყობთ, რომ დღეს 200-მდე ამერიკული კომპანია საქმიანობს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო წარმოადგენს უნიკალურ კარიბჭეს, საიდანაც ამერიკულ კომპანიებს მარტივად და სწრაფად შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ევროპის და აზიის ბაზრებს. "გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედეგად მოგვცემს სავაჭრო თანამშრომლობის უნიკალურ მოდელს. ეს კი იქნება შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი, რომელიც ჩვენს რეგიონში ამერიკის ბიზნეს ინტერესებს მოუტანს უზარმაზარ შესაძლებლობებს. ვაშინგტონში საქმიანი ვიზიტის გარდა, ამერიკაში ჩემი სტუმრობის არსებით ნაწილს შეადგენს საქართველოს ეკონომიკის განმტკიცება. ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ეროვნული ეკონომიკა, რომელიც თანხვედრაშია ჩვენს ძლიერ ეროვნულ უსაფრთხოებასთან. ამ მიზნით მე შევხვდი პოტენციურ ინვესტორებს და კორპორატიულ პარტნიორებს სან-ფრანცისკოში (სილიკონის ველი) და სიეტლში. მოგვიანებით ამ კვირაში მივემგზავრები დალასში",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერის თქმით, სახელმწიფო მდივან პომპეოსთან საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოში ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების გზები. "ჩემი გზავნილი ყველგან მკაფიოა - საქართველო ღიაა ბიზნესისთვის და ჩვენ მივესალმებით ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რათა მათ გამოიყენონ საქართველოში არსებული შესაძლებლობები. ჩვენ გვინდა მეტი ინვესტიცია, მეტი ვაჭრობა და მეტი ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში. ბატონო სახელმწიფო მდივანო, ჩვენი პარტნიორობა უმტკიცესია და ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საერთო ინტერესებს. ჩვენ გვაქვს საერთო სტრატეგიული ხედვა, რათა განვამტკიცოთ ეს სტრატეგიული პარტნიორობა, და ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რათა უზრუნველვყოთ სრულფასოვანი ალიანსი მომდევნო ათწლეულებში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)