01:17 - 05 Jul, 2026
|
2019-06-08 16:59:12, 1639 ნახვა
სამართალი
სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს
თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ ბინიდან უსიამოვნო სუნი იგრძნობოდა და კარს არავინ აღებდა. უწყების ცნობით, ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ქალის ცხედარი იპოვეს. გარდა ამისა, ბინაში კიდევ 3 ქალი იმყოფებოდა. მათგან 2 კონტაქტური იყო, 1 კი, უგონო მდგომარეობაში. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)