|
2019-06-07 15:06:03, 1923 ნახვა
ეკონომიკა
წიაღისეული რესურსების ეფექტურად მართვის მიზნით „ერთი ფანჯრის“ პრინციპი დაინერგება
წიაღისეული რესურსების ეფექტურად მართვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. მინისტრმა დეპუტატებს წიაღისეული რესურსების დარგში დაგეგმილი პროექტები გააცნო. კერძოდ, ნათია თურნავას თქმით, იგეგმება ინტეგრირებული ნებართვის გაცემა - „ერთი ფანჯრის" პრინციპის დანერგვა. ამასთან, ამ ეტაპზე უკვე გამარტივდა ტყის ფონდის ტერიტორიაზე ოპერირების ნებართვა და შესწავლის მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებზე მოიხსნა ცალკეულ ტერიტორიებზე დადგენილი შეზღუდვა - ლიცენზიის მფლობელი ტერიტორიაზე ოპერირებს მარტივი სანებართვო დოკუმენტით შეძლებს, ხოლო ვადა საშუალოდ 90 დღიდან 30 დღემდე შემცირდა. „ასევე შესაძლებელი გახდა ტყის ფონდის გარკვეულ ტერიტორიებზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოების ჩატარება, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს შესწავლით დაინტერესებული პირების მომართვიანობაზე და გაზრდის შესწავლის მაჩვენებლებს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)