|
2019-06-05 13:29:54, 1764 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირში აშშ-ის ელჩი მამუკა ბახტაძეს სტუმრობისთვის მადლობას უხდის
ევროკავშირში აშშ-ის ელჩი გორდონ სონდლენდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს სტუმრობისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ელჩი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს. „მქონდა პატივი, საზეიმო ვახშამზე მემასპინძლა მომეწვია ევროპის რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიდერისა და ამერიკელი მაღალჩინოსნებისთვის, რათა მეტად განგვევითარებინა აშშ-ევროპის ისედაც უმნიშვნელოვანესი პარტნიორობა. მობრძანებისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რუმინეთის პრემიერ-მინისტრს და ვიცე-პრემიერს, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს ანტონიო ტაიანის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს და უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის და სხვებს - წერს ელჩი გორდონ სონდლენდი „ტვიტრის“ საკუთარ გვერდზე.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)