|
2019-06-04 22:45:44, 1746 ნახვა
პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილი - ეს იყო უაღრესად რთული საქმე
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ მიიღო მონაწილეობა. ნათია მეზვრიშვილმა ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების მიმდინარეობასა და მის შედეგებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ეს იყო უაღრესად რთული საქმე, კომპლექსური საქმე, რომელზე მუშაობაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი დღითაც არ შეუჩერებია. თქვენ გახსოვთ, რომ მას შემდეგ რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, ჩვენ ხელახალი გამოძიების ფარგლებში არაერთი საგამოძიებო ღონისძიება ვაწარმოეთ, არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩავატარეთ, ვახდენდით საზოგადოების და ბატონი ზაზა სარალიძის ინფორმირებას პროაქტიულ რეჟიმში და არაერთი პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში. ეს საქმე გახლავთ ნათელი დასტური იმის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტობრივად, თავისი დანაპირები შეასრულა. უბრალოდ, როდესაც რაღაც პირობების შესრულებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, დრო რაც ასეთი კომპლექსური საქმეების გამოძიებას სჭირდება.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)