|
2019-06-03 18:55:14, 1501 ნახვა
სამართალი
ხატია წილოსანი USTR წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის (USTR) წარმომადგენლებს შეხვდა. „შეხვედრაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებზე ვისაუბრეთ; ყურადღება ქვეყანაში სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე გამახვილდა. მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ბაზარზე ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის საკითხის განხილვა“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ჩიმაკაძე, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ინაური და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)