|
2019-06-03 11:45:41, 1016 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: შალვა თადუმაძეს შესანიშნავი რეპუტაცია და გამოცდილება აქვს
„შალვა თადუმაძის გადასაწყვეტი იყო მიიღებდა თუ არა მონაწილეობას შერჩევის პროცედურაში. მას არაჩვეულებრივი რეპუტაცია აქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია, მოხდება თუ არა შალვა თადუმაძის წარდგენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე. „შალვა თადუმაძის გადასაწყვეტი იყო მიიღებდა თუ არა მონაწილეობას შერჩევის პროცედურაში. მას არაჩვეულებრივი რეპუტაცია აქვს. წლების მანძილზე ის იყო ძალიან გამოცდილი ადვოკატი და ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. შემდეგ წლების მანძილზე ეკავა ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა მთავრობაში და მას აქვს შესანიშნავი რეპუტაცია, ძალიან დიდი გამოცდილება. თუმცა ბუნებრივია, მე ვერ დავასწრებ მოვლენებს, ეს არის პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტი მოხდება თუ არა მისი წარდგენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე და ამის შემდეგ დაიწყებს პარლამენტი მსჯელობას“, - განაცხდა ირაკლი კობახიძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)