|
2019-06-01 10:26:29, 1522 ნახვა
ეკონომიკა
მერსი ტემბონი: საქართველოს მთავრობა ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით ადამიანებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ოცნებები რეალობად აქციონ
მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა თანადაფინანსების 100,000 - ლარიანი გრანტების პროგრამას მესამე ეტაპის დაწყების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კონკურსი მესამედ გამოცხადდა. პროგრამას ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის" (GENIE) მხარდაჭერით. „კონკურსში მონაწილე ახალგაზრდებს ბრწყინვალე იდეები და ხედვა აქვთ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ქვეყანაში არსებული პრობლემები. მოხარული ვარ, რომ შევძელით ამ პროგრამის განხორციელება, ვინაიდან სამი წლის წინ, როდესაც ეს პროგრამა დავიწყეთ, არავინ იცოდა, თუკი ამდენად წარმატებული იქნებოდა. საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით, ადამიანებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, რეალობად აქციონ საკუთარი ოცნებები ქვეყნის საკეთილდღეოდ," - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა. მერსი ტემბონის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ასევე უზრუნველყოფს შესაბამის მენტორობას, სწავლებას და სხვ. ასე რომ, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალგაზრდა ქართველი მეწარმეებისთვის. დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ უახლოეს რამდენიმე წელში ის საქართველო, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, სრულიად შეიცვლება უკეთესობისკენ," - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)