00:43 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 17:55:02, 1154 ნახვა

პოლიტიკა
ნაყოფია ჟვანიას: ნუთუ ვერ აღმოაჩინეთ კანონდარღვევის ერთი ფაქტიც კი, როცა ეს ზუგდიდში მასობრივად ხდებოდა

 „ნუთუ ვერ აღმოაჩინეთ კანონდარღვევის ერთი ფაქტიც კი, როცა ეს მასობრივად ხდებოდა ზუგდიდში“, - ამ შეკითხვით ენმ-ს ერთ-ერთმა წევრმა, კობა ნაყოფიამ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას პარლამენტში, პლენარული სხდომის დროს მიმართა.

ნაყოფიას განმარტებით,  საარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეები და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მასობრივად მონაწილეობდნენ.

„არჩევნებამდე 150-მდე საჩივარია შესული მარტო ზუგდიდის ოლქში და 100 საჩივარია შესული არჩევნების დღეს. თქვენ ბრძანეთ, რომ სულ ჯამში 156 საჩივარია შესული მანამდე, ანუ აქედან 150 ზუგდიდია? თქვენი პასუხი, ჩვენ წერილობით მოგმართეთ ყველა კითხვაზე პასუხია ასეთი, საკითხის შესწავლის შედეგად არ დადგინდა სამართალდარღვევა. ყველაფერზე სტანდარტული პასუხი გაქვთ, რომ შესწავლის შედეგად არ დადგინდა სამართალდარღვევა არსებობს სატელევიზიო სიუჟეტები, სადაც საჯარო მოხელეები, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანიაში და ზუგდიდში ეს ხდებოდა მასიურად, ნუთუ თქვენ ვერ აღმოაჩინეთ ერთი ფაქტი მაინც“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics