00:43 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 13:19:21, 996 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე კახიძეს: 600 ათასზე მეტი ადამიანისთვის დაგვჭირდა ვალების განულება, აქამდე თქვენმა პოლიტიკამ მიგვიყვანა

ჩვენ 600 ათასზე მეტი ადამიანისთვის დაგვჭირდა უმნიშვნელოვანესი პროგრამის გაკეთება - ვალების განულება, იმიტომ, რომ აქამდე მიგვიყვანა თქვენს წარმოებულმა პოლიტიკამ და ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ, - ასევე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით დეპუტატ ოთარ კახიძის მიერ დასმულ კითხვას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა განაგრძობს მუშაობას, რათა პროცენტები კიდევ უფრო შემცირდეს, სესხები გაიცემოდეს ლარში, რათა საზოგადოება დაზღვეული იყოს სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული რისკებისგან და სესხები იყოს ხელმისაწვდომი.

„ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, იმის მიუხედავად, როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა მისცეთ თქვენ ამას. ძალიან ბევრი ეკონომიკური გამოწვევა გვაქვს და დღეს მქონდა მოლოდინი, რომ ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრებდით, იქნებოდა მწვავე, მაგრამ შინაარსობრივი კითხვები იქნებოდა. ამის მაგივრად კიდევ დაბრუნდით „თიბისის“ საქმეზე“,  - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ოპონენტებს.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics