|
2019-05-30 18:42:28, 901 ნახვა
პოლიტიკა
ხახუბია: ანაკლიის პორტის განვითარება არ უნდა ნიშნავდეს ფოთის პორტის განვითარებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნას
„ანაკლიის პორტის განვითარება არ უნდა ნიშნავდეს ფოთის პორტის განვითარებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნას“, - ამის შესახებ facebook-ის საკუთარ გვერდზე ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ დაწერა. როგორც ხახუბია აცხადებს, მხოლოდ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ არ უნდა ჰქონდეს ინვესტიციების მოზიდვის და ოპერირების ექსკლუზივი. „როგორც ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, მინდა გამოვეხმაურო ფოთში, ვითომდა პორტის მშენებლობის ნაბართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხს. როგორც ყველამ შევიტყვეთ, რაღაც ტიპის ტექნიკური ნებართვა გაცემულია ხარვეზებით. შესაბამისად, პასუხისმგებელი პირი გათავისუფლდა თანამდებობიდან და აღნიშნული დოკუმენტი გაუქმდა. მიუხედავად ამისა, ჩემთვის გაუგებარია რამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი ფოთის პორტის განვითარებისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ მიმართებაში. პირველ რიგში, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მთავრობა აკეთებს მაქსიმუმს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ამ ფონზე, აბსოლუტურად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რაც ფოთის ნავსადგურთან მიმართებაში ხელოვნურად ატყდა. ანაკლიის პორტის განვითარება არ უნდა ნიშნავდეს ფოთის პორტის განვითარებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნას. ფოთში მცხოვრები ადამიანებისათვის, ისევე როგორც ზოგადად ჩვენი ქვეყნისათვის, ფოთის ნავსადგურის განვითარებაც უმნიშვნელოვანესია. არა მგონია ვინმეს შეეძლოს იმის ახსნა, თუ რა არის იმაში ცუდი, რომ ფოთში 250 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდეს. თუ მხოლოდ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ აქვს ინვესტიციების მოზიდვის და ოპერირების ექსკლუზივი?! რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისინი ამ ექსკლუზივს ითხოვდნენ, თუმცა სახელმწიფოსთან ამ ტიპის შეთანხმება არ აქვთ“, - წერს ხახუბია.
(NS)
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)