|
2019-05-29 12:32:19, 1083 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე: საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერას არ ვაპირებ
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე სუს-ის მოხსენებისას, დახურულ სხდომაზე, თითოეულმა პარლამენტარმა საკმარისზე მეტი ინფორმაცია მიიღო. „მე არ ვაპირებ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დავუჭირო. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსისგან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიგვეღო, როდესაც მისი წლიური ანგარიშის განხილვა ხდებოდა. დეტალებზე, ბუნებრივია, მე ვერ გესაუბრებით, მაგრამ დახურულ სხდომაზე არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა პარლამენტის წევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაჟღერდა. საკმარისზე მეტი ინფორმაცია მივიღეთ იმისთვის, რომ ამ თემის სენსიტიურობა და მნიშვნელობა კარგად გავიაზროთ. მე არ ვაპირებ ამ კომისიის შექმნის მხარდაჭერას", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)