|
2019-05-28 14:23:53, 1044 ნახვა
პოლიტიკა
აკაკი ბობოხიძე: "ქართული ოცნება" სიძულვილს აღვივებს და ჯანსაღი საარჩევნო გარემოსთვის ადგილს არ ტოვებს
"ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ კონფლიქტის შემდეგ პარლამენტის სხდომა დატოვა. მან "ქართული ოცნება" შავგულიძის მისამართით სიძულვილის გავრცელებასა და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს დარღვევაში დაადანაშაულა. "მე ვთვლი, რომ ჩვენ უბრალოდ პასუხი გავეცით იმ აღვირახსნილ შავ პროპაგანდას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შალვა შავგულიძის მიმართ წამოიწყო. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც, წესით, პოლიტიკურ სტანდარტს უნდა ამკვიდრებდნენ, რადგან მმართველი პარტიის წევრები არიან. ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველი პარტია ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნის ნაცვლად აღვივებს სიძულვილს, ლაპარაკობს სიძულვილის ენით და ქმნის გარემოს, სადაც ნორმალური პოლიტიკური ურთიერთობისთვის ადგილი არ რჩება. ეს აზიანებს ქვეყანას და ამან შეიძლება ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)