|
2019-05-27 19:26:45, 1372 ნახვა
ეკონომიკა
კომპანია „ნოვამ“ თიბისის და EBRD-ის მხარდაჭრით ახალ საწარმო გახსნა
ბათუმში, შპს „ნოვამ" განახლებული საწარმო გახსნა. საწარმოში 10 000 ლიტრამდე მოცულობის პოლიეთილენის წყლის ავზები, დამცავი ბარიერები და სხვა პოლიეთილენის პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი.პროექტისთვის თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 3 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოყვეს. „ნოვა" აღნიშნული სესხიდან 15%-ს უკან "ქეშ ბექის" სახით დაიბრუნებს. კომპანია „ნოვა" ეკოლოგიურად სუფთა, 100-დან 5000 ლიტრამდე მოცულობის, პოლიეთილენის წყლის ავზებს 2014 წლიდან აწარმოებს. განახლებული საწარმოო ხაზებით კი კომპანია 10 000 ლიტრამდე მოცულობის პოლიეთილენის წყლის ავზების წარმოებას შეძლებს. გარდა ავზებისა იტალიური დანადგარები, რომელიც როტაციული მეთოდით ქმნის პროდუქციას სხვადასხვა პოლიეთილენის ნაწარმის წარმოების საშუალებასაც იძლევა. საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში, რომელიც თიბისის და EBRD-ის მხარდაჭერით ხორციელდება, „ნოვამ" დამატებით 10 საწარმოო ხაზი დანერგა. მეტალოკრამიტის, პროფნასტილის სასახურავე მასალის, წყალსაწრეტი სისტემების, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის არმირების პროფილების საწარმოო ხაზები კომპანიის თბილისის და ბათუმის ფილიალებში განთავსდა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)