|
2019-05-27 12:10:06, 882 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს
პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ეკა ბესელიამ საკუთარი პარტიის დაფუძნების შესახებ განაცხადა. შესაბამისი განცხადება დეპუტატმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, ბესელიას გუნდში "ქართული ოცნებიდან" წასული კიდევ ორი წევრი გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტიერაძე იქნებიან. „ქვეყანაში არსებული დღევანდელი ვითარების გამო, რომლის მსგავსი ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუვლია და რომლის დადებითად დაძლევის და გადაწყვეტის არერთგზის ისტორიული გამოცდილებაც არსებობს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა სამართლიანობისთვის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, პარტიის დაფუძნების შესახებ ბესელიამ გასულ კვირაშიც ისაუბრა. მაშინ მან აღნიშნა, რომ მისი პარტია, ალტერნატიული ძალა იქნება, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)