|
2019-05-22 16:34:19, 1262 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ამბროლაურში აღნიშნავს
დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რაჭაში აღნიშნავს - 26 მაისს ამბროლაურში ეკონომიკის სამინისტროს არაერთი ღონისძიება აქვს დაგეგმილი. ამბროლაურის ცენტრში დამთვალიერებლებისთვის 10-მდე პავილიონი იმუშავებს, მათ შორის: ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი იქნება ინოვაციური შემეცნებითი კუთხე, ბავშვებისა და მოზარდებისთვის გაიმართება სხვადასხვა სახის და შინაარსის მასტერკლასები და ვორქშოფები, დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, გაიცნონ ქართველი სტარტაპერები და მათი პროდუქცია. ამასთან, დღის განმავლობაში გაიმართება ლექცია/სემინარები სხვადასხვა თემაზე, წარმოდგენილი იქნება ვირტუალური ლაბორატორია და ა.შ. 26 მაისს ამბროლაურში მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს რამდენიმე თემატური გამოფენა, მათ შორის „გააზიარე ცოდნა" - ქართველის გამომგონებლების შესახებ. ეკონომიკის სამინისტრო 26 მაისს ამბროლაურში ადგილობრივი მეწარმეებისთვის გამოფენა/გაყიდვასაც მოაწყობს - მათ საშუალება ექნებათ, 12:00-20:00 საათებში მომხმარებელს საკუთარი პროდუქცია შესთავაზონ. ასევე მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს საბავშვო ქალაქი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით ბავშვებისთვის გაიმართება მხიარული შეჯიბრებები, მათთვის ასევე დაგეგმილია შემეცნებითი გასართობი პროგრამა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)