|
2019-05-20 19:19:00, 1457 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ და ელიზაბეთ რუდმა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და აშშ - ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მიმდინარე საკითხები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აშშ საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთან თანამშრომლობაც სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება. ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად ეს მოიცავს თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობის განვითარება, ასევე საქართველოში ამერიკული ინვესტიციების წახალისება და დაცვა, რომლითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება ამერიკული კაპიტალის მონაწილეობა ქართულ საწარმოებში. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროში კავშირების გაღრმავებასა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე. ელიზაბეთ რუდთან გამართულ შეხვედრას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ესწრებოდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)