08:44 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 14:58:13, 1380 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - სააკაშვილი არათუ ემიჯნება, არამედ მხარს უჭერს იმ გეგმას, რასაც დაპირისპირება, დადუღება და შეტევა ჰქვია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართავს გამოეხმაურა, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა მხარდამჭერებს „შეტევაზე გადასვლისკენ“ მოუწოდა.

როგორც ვოლსკიმ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, სააკაშვილის მიზანია, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს, თუმცა ამ გეგმას პერსპექტივა არ აქვს.

„თვითონ „ნაციონალური მოძრაობა“ გაემიჯნა იმ ჩანაწერში გამოთქმულ აჯანყების თუ ადუღების გეგმას. სააკაშვილი ამბობს, რომ არათუ ემიჯნება, როგორც ზოგიერთი მისი პარტიის წარმომადგენელი, არამედ პირდაპირ მხარს უჭერს იმ გეგმას, რასაც ჰქვია დაპირისპირება, დადუღება, შეტევა და ამბობს, რომ ვერ დაელოდება ვერანაირ დასკვნას საერთაშორისო დამკვირვებლებისაგან, რომლებიც ძალიან კარგად აკვირდებიან სიტუაციას და ხედავენ, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება არ არის, ხალხი არჩევანს აკეთებს თავისუფლად. სააკაშვილი ისევ იმ იმედზეა, რომ იცის მიუღებელი ფიგურაა ყველგან, მათ შორის საერთაშორისო დონეზე  და მისი ერთადერთი გეგმა იყო, არის და ამას პერიოდულად ადასტურებს, რომ უნდა არიოს სიტუაცია და მიიყვანოს მდგომარეობა იქამდე, როდესაც საზოგადოების ერთი ნაწილი დაუპირისპირდება მეორე ნაწილს. ეს არის გეგმა და ამ გეგმის იქით არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. ვფიქრობ, რომ არც ამ გეგმას გააჩნია პერსპექტივა და ძალიან ცდება, თუ ამის იმედი აქვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics