23:05 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 09:58:39, 1049 ნახვა

პოლიტიკა
მოქალაქე, რომელიც ჯიხაშკარში საარჩევნო უბანთან სიებით დგას, ამბობს, რომ დისერტაციას იცავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, #76-ე საარჩევნო უბანთან მოქალაქე დგას, რომელსაც გარკვეული დოკუმენტაცია და სიები აქვს. 

როგორც თავად ამბობს ის გიორგი კალანდიაა. ჟურნალისტების კითხვას, თუ რას აკეთებს საარჩევნო უბანთან, მოქალაქე პასუხობს, რომ "თავის საქმეს" და დასძინს, რომ დისერტაციას იცავს. 

"მე ჩემს ხალხს ვაკონტროლებ, ვინც მოდის. ამომრჩეველია ჩემი ხალხი. ჩემ საქმეს ვაკეთებ, დისერტაციას ვიცავ. რაღაცებს ვინიშნავ ჩემთვის, ვინ მოვიდა ამ დროისთვის. 8 თუ 10 კაცია ჯერ მოსული", - აცხადებს მოქალაქე. 

ამასთან, მისივე მტკიცებით, ის არც ერთ პარტიას არ წარმოადგენს. მოქალაქე ამბობს, რომ ყველა უბანს აკონტროლებს, რადგან აინტერესებს რამდენი ადამიანი მივა არჩევნებზე. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
„საქართველო პირველ რიგში“ ოპოზიციას ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას ურჩევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics