00:05 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 22:28:06, 1080 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები

„დაუშვებელია მოხდეს  საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ღირებულებებისგან გადახვევა, რაზეც არის დაფუძნებული საეთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ორგანიზაციები. ბუნებრივია, საქართველო ერთგულია ამ პრინციპების და ჩვენი პოზიცია იქნება სწორედ  ამ პრინციპების შესაბამისი" - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის შესაძლო დაბრუნების თემაზე კომენტირებისას.

„ის ვითარება, რომელიც შექმნილია დღეს მსოფლიოში საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით, დიდ წილად არის განპირობებული იმით, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს ნაკისრ საერთაშორისი ვალდებულებებს, რაც საერთაშორისო დღის წესრიგს თავდაყირა აყენებს. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს რუსეთს დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და ბუნერივია, ჩვენც ამ პრინციპის ერთგული ვართ"-განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს დელეგაცია საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრთა 129-ე სესიაში მონაწილეობს. ​





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics