05:28 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 15:49:43, 2391 ნახვა

ევროპის ამბები
ქაცარავა: პროვოკაციებს ვხედავთ მარტო იმიტომ, რომ მოხდეს სურათის დისკრეტიტაცია

"ეჭვი არ მეპარებოდა, რომ  გეგა შენგელია ღირსეული კანდიდატი იყო, თუმცა რამდენიმე დღეა რაც შევუერთდი საარჩევნო კამპანიას ზუგდიდში  და ის არის ნამდვილად საქმიანი და კომპეტენტური პიროვნება. ჩვენ, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ზუგდიდის მოსახლეობასთან და კეთილგანწყობა აშკარაა და მხარდამჭერების რაოდენობა არის მაღალი. ჩვენი ამოცანაა,  რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი და ჩვენ ძალიან მშვიდ გარემოში ვატარებთ საარჩევნო კამპანიას, თუმცა პროვოკაციული ფონი არის საკმაოდ მძაფრი, ამაზე ჩემმა კოლეგებმაც გაამახვილეს ყურადღება. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ მოხდეს ამ მშვიდი კამპანიის დისკრედიტაცია  და რა თქმა უნდა შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება უნდა მოახდინონ. ჩვენი ამოცანაა  არა მხოლოდ ამ არჩევნების დროს, არამედ ყოველთვის ჩვენს წინასაარჩევნო  კამპანიებში, რომ  მშვიდ და სტაბილურ გარემოში მიმდინარეობდეს წინა საარჩევნო კამპანია, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ნებისმიერი შემთხვევის, ინციდენტის მიმართ უნდა იყოს  რეაგირება, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა ჩემი დაკვირვებით ამ ხნის განმავლობაში, რომ ფაქტია, კამპანია ძალიან მშვიდ ვითარებაში ვატარებთ კამპანიას ჩვენ, თუმცა პროვოკაციებს ვხედავთ მარტო იმიტომ, რომ მოხდეს სურათის დისკრეტიტაცია".

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics