|
2019-05-14 14:59:22, 1809 ნახვა
სამართალი
გახარია - შსს ვერ იქნება ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი და ინიციატორი
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ნარკოპოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოპოლიტიკის ცვლილების ინიციატორი ვერ იქნება, თუმცა ის იქნება ეფექტური პარტნიორი საზოგადოების ყველა წარმომადგენლისთვის. „მე თავის დროზე გავეცი დაპირება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი და ეფექტური პარტნიორი საზოგადოების ყველა წარმომადგენლისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის უწყება, რომელიც ებრძვის ნარკოდანაშაულს, ნარკოტიკების გავრცელებას, რეალიზაციას, ის ვერ იქნება ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი და ინიციატორი. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, იგივე დაპირებას გავცემთ და ვიქნებით აბსოლუტურად ადეკვატური და ეფექტური პარტნიორები, მაგრამ თუ მეორე მხარე არ გააქტიურდება და ამ მიზნის მისაღწევად არ გადადგამს ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოპოლიტიკის ინიციატორი ვერ იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)