02:45 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-13 10:44:14, 1329 ნახვა

რეგიონი
გიორგი შენგელია: ჩვენთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობა პრიორიტეტულია

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია სახელმწიფო რწმუნებულთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ორსანტიას მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

,,წელს, ჩვენს მუნიციპალიტეტში უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და ეს პროცესი ყოველწლიურად მზარდი იქნება. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩვენ ყველა ერთად ძლიერ მუნიციპალიტეტს ავაშენებთ.

ჩვენი მთავრობისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობა პრიორიტეტულია, ამ სოფელში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“ ,- განაცხადა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ.

,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სოფელ ორსანტიაში დაიგო ახალიგზები, მოხდა გაზიფიცირება, მოეწყო ნაპირსამაგრები, აშენდა საზოგადოებრივი ცენტრი.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics