19:36 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 16:43:03, 502 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: ანგარიშის შემდეგ აშშ-დან უნდა გამოწვიონ საქართველოს ელჩი

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას ეხმაურება.

ინაშვილი მიიჩნევს, რომ ეს დასკვნა საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის შედეგია, მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უნდა გადადგეს, და ამერიკიდან საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე უნდა გამოიწვიონ.

„სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა ესაა საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის, ან წინა რეჟიმის სასარგებლო ქმედებების შედეგი. მინისტრი ბერუჩაშვილი უნდა გადადგეს. ასევე, ამერიკიდან უნდა გამოწვიონ საქართველოს ელჩი! ეს მინიმუმია, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.

ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებია შეფასებული. დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობები ცენტრალური მთავრობის კონტროლის მიღმა რჩებიან და მათ მხარს რუსი სამხედროები უჭერენ. დეპარტამენტმა შსს-ს და პროკურატურის საქმიანობაც შეაფასა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პოლიციელბის წინააღმდეგ 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს გაცილებით მეტი დისციპლინური ღონისძიება გაატარა. აქვე, დეპარტამენტის განცხადებით, გენერალურმა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს პოლიციის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, როდესაც დაკავებისას რამდენიმე ეჭვმიტანილმა სხეულის დაზიანება მიიღო. დეპარტამენტის დასკვნაში ნახსენებია, რომ საქართველოში ოჯახური და ქალთა წინააღმდეგ სხვა სახის ძალადობა კვლავაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.სიტყვისა და პრესის თავისუფლება, კი, ძირითადად, დაცულია და მოქალაქეებს უფლება აქვთ მთავრობა გააკრიტიკონ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics