|
2019-05-03 12:40:13, 1275 ნახვა
პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი: ვახტანგ გომელაურის მოსმენა ღია უნდა იყოს
მნიშვნელოვანია, რომ ვახტანგ გომელაურის მოსმენა იყოს ღია, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სხდომის დახურვის მიზეზი არ არსებობს. „სამწუხაროდ, სხდომა იქნება დახურული, მაგრამ ბოლო რაც ჩვენ პარლამენტის წევრები ვართ, ბოლო გამოსვლებმა ანახა, რომ ასეთ კითხვებზე მაინც არ ხდება პასუხის გაცემა, რომელიც ისეთ ინფორმაციას შეიცავს, რომლის გაჟღერებაც არ შეიძლებოდეს. ვფიქრობ, რომ ღია უნდა იყოს ეს სხდომა. უშიშროების სააგენტოს ხელმძღვანელი უნდა წარდგეს მოსახლეობის წინაშე, რომ ადამიანებმა ნახონ, პირდაპირ ეთერში, ის, როგორც მათი უშიშროების სააგენტოს ხელმძღვანელი“, - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა. ცნობისთვის, დღეს პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)