19:37 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 16:06:32, 431 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის მერიისთვის ვერეს ხეობაში „ქართული მანჰეტენის“ მოწყობის პროექტი არავის წარუდგენია

თბილისის მერია აცხადებს, რომ ვერეს ხეობაში „ქართული მანჰეტენის“ მოწყობის პროექტი მათთვის უცნობია.

აღნიშნული პროექტის შესახებ განცხადება ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა ემზარ ჯგერენაიამ გააკეთა, რომლის თქმითაც, ვერეს ხეობაში რეკრეაციული ზონისა და დამბის მშენებლობა, ასევე წყლის ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოებაა დაგეგმილი, რასაც დაახლოებით 1 400 000 000 ლარი დასჭირდება.

ჯგერენაიამ ასევე განაცხადა, რომ მერიასთან „იდეის დონეზე“ უკვე ჰქონდა ამ პროექტის პრეზენტაცია, თუმცა ეს ინფორმაცია თბილისის მერიამ არ დაადასტურა.

მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია აქტიურად მუშაობს, რათა შესაბამისი კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით შემუშავდეს ვერეს ხეობის შემდგომი განვითარების გეგმა და აღნიშნული კომისიის მორიგი სხდომა თბილისის მერიაში დღეს 20:00 საათზე გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics