19:34 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-26 10:36:58, 1568 ნახვა

პოლიტიკა
შენგელია: ოპონენტებთან მიმართებაში დიდი უპირატესობით ვსარგებლობთ

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია ფაიფურში და რუხში დევნილებს შეხვდა.

შეხვედრისას მან იმ საჭიროებებზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

„რუხში მცხოვრებ ბავშვებს ექნებათ ახალი საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობაც დაიწყება 2019 წელს და უახლოეს მომავალში ისინი ივლიან კეთილმოწყობილ და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საბავშვო ბაღში. ასევე, იხსნება მრავალპროფილური საავადმყოფო, რომლის სამშენებლო სამუშაოები ბოლო ფაზაშია შესული, რის შემდეგაც მოხდება მისი აღჭურვა და სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუხში ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მერობის კანდიდატმა შეხვედრები გამართა ასევე, ნაწულუკუსა და რიყეს მოსახლეობასთან, რომლებსაც ის გეგმები და ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა, რაც გიორგი შენგელიას მერად არჩევის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

„ჩვენ, ასევე, შევხვდით ნაწულუკუსა და რიყეს მოსახლეობას. ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც მათ დიდი ხანია აწუხებთ. წარვუდგინეთ ის გეგმები და პრიორიტეტები, რასაც ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ოპონენტებთან მიმართებაში დიდი უპირატესობით ვსარგებლობთ. ცენტრალური ხელისუფლების თანადგომით, მუნიციპალიტეტის კეთილმოსაწყობად შეგვიძლია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics