19:34 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 13:30:40, 1533 ნახვა

პოლიტიკა
დეპუტატებისა და NGO-ების შეხვედრა ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა.

აღნიშნულ შეხვედრაზე იუსტიციის უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევის საკითხზე მსჯელობენ, რომელსაც პარლამენტების წევრების გარდა, სახალხო დამცველის წარმოადგენლები და არასამთავრობო სექტორი ესწრებიან.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა,  შეხვედრას ესწრებოდა, რათა მოესმინა სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის და არა იურუდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მოსხენებისთვის.

„აქ მოვედი, არა იმის მოსასმენად, რამდენად აღტაცებულია, აღფრთოვანებულია ოხანაშვილი და ის ჯგუფი, რომელმაც ხმა მისცა ამ ცუდ კანონპროექტს მოსამართლეების არჩევის შესახებ და არა ამ დემაგოგიის მოსასმენად, მოვედი იმიტომ, რომ ვიცოდი ეს შეხვედრა იმართებოდა სამოქალაქო სექტორის ინიციატივით. ახლა იმის მოსმენა, რომ როგორი საუკეთესო კანონპროექტი მიიღეს მათ და რომ უპრეცედენტოდ კარგი პროექტია, უბრალოდ სირცხვილია და შეუძლებელია ამის მოსმენა. არ მინდა, ამისთვის დავხარჯო დრო. როცა ყველა გაკრიტიკებს, გეუბნება, რომ ცუდად მოიქეცი და მოსწონს მხოლოდ ჩინჩალაძის ჯგუფს, მე ამის მოსასმენად არ მოვსულვარ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics