|
2019-04-24 17:55:36, 1362 ნახვა
პოლიტიკა
„ოკუპირებული რეგიონები, სამხედრო პოლიგონად იქცა“ - ციხელაშვილი აფხაზეთში სამხედრო სწავლებას ეხმაურება
წლების განმავლობაში ჩვენი ოკუპირებული რეგიონი ფაქტობრივად, სამხედრო პოლიგონად იქცა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევა ციხელაშვილმა განაცხადა. ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო სწავლებას გამოეხმაურა. „ეს არის ძალის დემონსტრირების პოლიტიკა. საუბედუროდ, არც სიახლეა. შარშან წლის განმავლობაში 120-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის სამხედრო წვრთნა და მანევრი ჩატარდა. ამჯერად, 3 ათასი სამხედროს მონაწილეობით, ძალიან მასშტაბური წვრთნები ტარდება. ეს მიანიშნებს ორ რამეზე. ერთი, რომ ჩვენი ოკუპირებული რეგიონები ფაქტობრივად, სამხედრო პოლიგონად იქცა უკვე წლების განმავლობაში და მეორე, ის, რომ ეს არის რუსეთის პოლიტიკა, თავად როგორც ამბობენ, რეაქცია საქართველოს ნებისმიერ წინსვლაზე, ნაბიჯზე, რომელიც უკავშირდება მისი უსაფრთხოების განმტკიცებას, ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობას, ნატოსთან დაახლოებას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)