18:26 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 15:58:44, 1609 ნახვა

პოლიტიკა
კაკულია - თუ მთავრობა პანკსის მოვლენებზე ამომწურავ პასუხს ვერ გასცემს, ნათია თურნავას კომიტეტზე დავპატიჟებ

თუ მთავრობა პანკსის მოვლენებზე ამომწურავ პასუხს ვერ გასცემს, ნათია თურნავას კომიტეტზე დავპატიჟებ, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

კაკულიას განმარტებით,  პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სრულყოფილი ინფორმაცია ცნობილი არ არის.

„დიაგნოზი, რომ დასვა, რა მოხდა, უნდა გქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია. სრულყოფილი ინფორმაციის გარეშე პოზიცია არის არაჯანსაღი და არასრულფასოვანი. ამიტომ, რაც იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ შევთანხმდეთ ერთხელ და სამუდამოდ, იმიტომ, რომ ხომ ვხედავთ, რომ ეს მოვლენები მეორდება სხვადასხვა ადგილზე, მიუხედავად იმისა, რომ პანკისს აქვს დამატებით, მაგრამ გარკვეული სენსიტიურობა, ახლა არ გავაზვიადებ, მაგრამ ერთიანი მიდგომა ჩამოსაყალიბებელია და ამას სჭირდება სიღრმისეული ანალიზი იმისა, თუ რა მოხდა“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics