|
2019-04-15 13:42:28, 2186 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა
„საქართველოს ბანკმა“ 12-13 აპრილს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა. სტუმრები საქართველოს ბანკის ისტორიულ შენობას ეწვივნენ, სადაც დაგროვილი ქონების მართვის ოფისია განთავსებული. სტუმრებმა მოინახულეს პირველი საფინანსო ინსტიტუტის ე.წ „საკრედიტო საზოგადოებ“-ის შენობა, რომელიც საქართველოს ბანკის სათაო ოფისი იყო. შენობას, რომელიც 1870-იან წლებში არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის პროექტით აშენდა, ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა World Economic Forum-ის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა. ეს ადამიანები გლობალურ ლიდერებად დასახელებულნი არიან ნოვატორული საქმიანობისათვის. პრობლემების მიმართ არაორდინალური მიდგომების და გადაჭრის გზების დანერგვისთვის. მათი მისიაა, ააგონ ხიდები მსოფლიოში სხვადასხვა კულტურის მქონე ქვეყნებს შორის, ააგონ თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებული, ბიზნეს და სამოქალაქო ურთიერთობები. ყოველივე ეს კი გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მიმაჩნია, რომ ქვეყნის წამყვანი ბანკის ერთგვარი პასუხისმგებლობაც არის, სწორედ ასეთი ტიპის მსოფლიო ლიდერებს გააცნოს და გაუზიაროს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები“- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. საქართველოს ბანკმა, მასპინძლობისას World Economic Forum-ის ახალგზარდა გლობალურ ლიდერებს, მნიშველოვანი ინფორმაცია გააცნო - საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ. სტუმრებმა მოისმინეს სხვადასხვა სექტორში არსებული მიღწევები. მათ შორის, ღვინის სექტორში მიმდინარე სიახლეები, რომელიც სტუმრებს საქართველოს ბანკის შვილობილმა კომპანია, Galt&Taggart-მა მიაწოდა. ცნობისთვის, Young Global Leaders-ი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ნაწილია და დაფუძნდა 2004 წელს, რათა ეპასუხა მსოფლიო გამოწვევებისთვის. Young Global Leaders-ის წევრები არიან მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ნობელის პრემიისა და ოსკარის ნომინაციის ლაურეატები, გაეროს კეთილი ნების ელჩები და სოციალური მეწარმეები.
®
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)